თვითშეფასების კითხვარი
ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა
თ ა ნ ა ს წ ო რ უ ფ ლ ე ბ ი ა ნ ო ბ ა
საქართველო მრავალეთნიკური ქვეყანაა,მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მოსწავლეები არ ცხოვრობენ ეთნიკურად მრვალფეროვან გარემოში, მათ აუცილებლად მოუწევთ მომავალში სხვა ეთნიკური ,რელიგიური თუ განსხვავებული შეხედულების ადამიანებთან თანაარსებობა.ამიტომაც, ვაცნობ მოსწავლეს სხვადასხვა რელიგიურ და კულტურულ თავისებურებებს და ხელს ვუწყობ მოსწავლეებში სოლიდარობის გრძნობის ჩამოყალიბებას .ვასწავლი , გაითვალისწინონ იმ ადამიანთა შეხედულებები,რომლებიც განსხვავებულად აზროვნებენ,ცხოვრებას შეხედონ სხვისი თვალით, იყვნენ ემპათიურები,განუვითარდეთ ტრნსფორმაციული მიდგომა.ამის დასადასტურებლად....ვატარებ ექსკურსია- გაკვეთილს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ებრაელთა სალოცავ სინაგოგაზე და სასაფლაოზე ,რომელსაც დღემდე უვლის ადგილობრივი ქრისტიანი მოსახლეობა.ვაძლევ მოიძიონ ინფორმაცია უფროსებისგან(ბებია ,ბაბუა,მეზობლები) ებრაელთა წეს -ჩვეულების, ოჯახური ტრადიციებისა და საქმიანობის შესახებ.ასევე საქართველოს ყველა კუთხეში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების შესახებ და წარმოდგინონ კლასის წინაშე.
ტრანსფორმაციული მიდგომის მაგალითად გამოგვადგება ,,გეოგრაფიული აღმოჩენების“ სწავლება.სწავლებისას აქცენტს ვაკეთებ არა მხოლოდ იმაზე, თუ რა დადებითი შედეგი მოუტანა ახალი მიწების აღმოჩენამ კაცობრიობას ,არამედ ადგილობრივი მოსახლეობის კულტურის განადგურებაზე,გენოციდზე და ტყვეთა გაყიდვის ფაქტებზე.ვაწყობთ დისკუსიას თემაზე,,გეოგრაფიული აღმოჩენები თუ დაპყრობითი ომები“?.ხდება მოსწავლეთა პოზიციების ურთიერთგაცვლა , დადებითი და უარყოფითი ფაქტორების გააზრება და ემპათიის უნარის განვითარება.
სსსმ მოსწავლესთან ვმუშაობ ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მიხედვით ,რაშიც დახმარებას მიწევს სპეცმასწავლებელი.
საჭიროებები
ვფიქრობ, მეტი ყურადღების გამახვილება დამჭირდება მოსწავლეებში ტოლერანტული მიდგომის განსავითარებლად და დასამკვიდრებლად.
ერთ კონკრეტულ კლასში მოსახლეობის გეოგრაფიის შესწავლისას შევნიშნე ,რომ ხალხთა რასობრივი ,რელიგიური და ეთნიკური ნიშნით განსხვავებული ადამიანების მიმართ აქვთ არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულებება.ამ პრობლემის გადასაჭრელად დავგეგმავ, ისტორიის და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებთან ერთად ინტეგრირებულ გაკვეთილს ,რომლის მიზანიც იქნება განსხვავებული ადამიანების მიმართ წარმოდგენის შეცვლა და თანასწორობის აღიარება.
სსსმ საჭიროების მოსწავლეებთან მუშაობის მიზნით გავეცნობი შესაბამის ლიტერატურას დავესწრები ტრენინგებს,უფრო ახლოს ვითანამშრომლებ მშობლებთან ,ფსიქოლოგთან, რათა ერთად დავძლიოთ წამოჭრილი პრობლემა.(შინ სწავლებიდან სასკოლო ცხოვრებაში ჩართვა(ინკლუზია)).
ვფიქრობ, მოსწავლეებისთვის სტიმულის მისაცემად და პასუხისმგებლობის გრძნობის ასამაღლებლად ერთობლივად ჩამოვაყალიბოთ სასწავლო მიზნები ,დავგეგმოთ პროექტები.
საკუთარი შეხედულების მაქსიმალურად წარმოჩენის მიზნით მოვაწყობ დისკუსიას სხვადასხვა თემაზე საგნის სპეციფიკიან გამომდინარე. შევქმნი სიტუაციას,როდესაც თითოეულს ექნება აზრის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა და არ დაბრკოლებს შეცდომის დაშვების შიში.
მ ო ტ ი ვ ა ც ი ა
საგნის სწავლებისა და გაკვეთილზე მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით რამდენიმე ფაქტორს ვითვალისწინებ,ესენია:სასწავლო მასალის შინაარსი ,სასწავლო პროცესის ორგანიზება,კოლექტიური ფორმები,ჩართულობა,შეფასება და მასწავლებლის სწავლების სტილი.მასალის შინაარსის გაცნობისას ვცდილობ მოსწავლეს მივაწოდო ინფორმაცია ,რამდენად საჭიროა და მნიშვნელოვანი ეს საკითხები მისთვის,ვუხსნი მისი გამოყენების აუცილებლობას.ვამდიდრებ სხვადასხვა თვალსაჩინოებით და ცხოვრებისეული მაგალითებით. გაკვეთილზე მოსწავლეთა მაღალი აქტიურობისათვის ვცდილობ ყველა მოსწავლე მყავდეს დასაქმებული სხვადასხვა აქტივობებში.ვიყენებ სწავლების ცხვადასხვა სტრატეგიას და სასწავლო მასალას:კოგნიტურ სქემებს,თვალსაჩინოებებს(რუკებს,ატლასებს,დიაგრამებს.პრეზენტაციას PP ,ვიდეო მასალას),თამაშებს,სიტუაციურ ამოცანებს.ორგანიზების ფორმებს :ჯგუფურ და წყვილურ მუშაობებს.მოსწავლეებში ინტერესის ამაღლების მიზნით ვაძლვ მათ არჩევანის საშუალებას(დავალება) და ვრთავ კონკურენტულ თამაშებში.ვქმნი ისეთ სასწავლო გარემოს(მერხების განლაგება,განწყობაისთვის იუმორი)სადაც მოსწავლეებს ეხალისებათ მუშაობა.ვცდილობ ვიყო ზომირად მომთხოვნი,რომ არ გაუნელდეთ სწავლის სურვილი,განუმარტავ მათ სამუშაოს მიმართ მოთხოვნებს (ჩაბარების დროს და ხარისხს).მივმართავ პოზიტიურ კრიტიკას და კომენტარს.ყურადღებას ვამახვილებ მის პროგრესზე(შრომის მოყვარეობა,ძალისხმევა,ურთიერთთანამშრომლობა) და ვახალისებ მას.ვცდილობ რთული სამუშაო დავყო რამდენიმე ნაწილად და თითოეულზე მივცე უკუკავშირი.ვაკეთებ საუკეთესო ნამუშევრების გამოფენას საკლასო ოთახში.
საჭიროებები
მოვიძიებ და გავეცნობი დამატებით ლიტერატურას მოტივაციის ამაღლების კუთხით,მივიღებ კრიტიკული მეგობრის რჩევას.
ს ა ს წ ა ვ ლ ო გ ა რ ე მ ო
ჩემს პრაქტიკაში მოსწავლეების ემოციური და სოციალური ფონის გათვალისწინებას ვახერხებ სხვადასხვა ფორმით. კლასის ხელმძღვანელთან თანამშრომლბით,მშობლებთან ურთიერთობით და პირადი საუბრით.კოლეგებთან ურთიერთობით ვცდილობ მოვიძიო ინფორმაცია მოსწავლეებზე და გავითვალისწინო სასწავლო პროცესში.
მოსწავლეებში თანამშრომლობითი გარემოს შესაქმნელად ხშირად მივმართავ ჯგუფურ და წყვილებში მუშაობას,დისკუსიებს სადაც მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ თამამად გამოთქვან საკუთარი შეხედულებები,იზრუნონ ერთმანეთზე და ჯგუფის წევრებზე,გაითავისონ ჯგუფის წარმატება და წარუმატებლობა.
მოსწავლეებში თვითდაჯერებულობის და საკუთარი თავის რწმენის მიზნით,ვცდილობ ყურადღება გავამახვილო მათ ძლიერ მხარეებზე და რჩევას ვაძლევ სუსტი მხარის გამოსასწორებლად.მაგ:მოსწავლეს რომელსაც უჭირს პრეზენტაციის დროს თვალსაჩინოების გამოყენება,მივმართავ მეთოდს ,,ნაბიჯ-ნაბიჯ“.
მოსწავლეებთან საუბრისას ვიყენებ ვერბალურ და არავერბალურ მეთოდებს.ვსაუბრობ მათთან მარტივი და გასაგები ენით.გაკვეთილზე მიუღებელი ქცევის შემთხვევაში ვიყენებ თვალის კონტაქტს და ხელით მინიშნებებს.
თუმცა ყველა მოსწავლსთან ერთნაირი შედეგი არა მაქვს ამიტომაც.......
საჭიროებები
ვფიქრობ მეტი მუშაობა მჭირდება ყველა მოსწავლეს მივუდგე ინდინიდუალურად,სტერეოტიპებისა და წინასწარ ჩამოყალიბებული განწყობის გარეშე.
ასევე ხელს შევუწყობ ყველა მოსწავლემ გამოთქვას საკუთარი შეხედულება და გაბედულად დასვან კითხვები. წავახალისებ მორცხვი მოსწავლეების ყველა საინტერესო კითხვას. გამოვიყენებ სწავლების სხვადასხვა სტრატეგიებს.
გავეცნობი ლიტერატურას .ვითანამშრომლებ კოლეგებთან, ინდივიდუალურად გამოვიკვლევ მოსწავლეთა ინტერესებს კითხვარების საშუალებით.
ს ა ს წ ა ვ ლ ო მ ი ზ ნ ე ბ ი
ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში ვადგენ თემატურ გეგმას მოსწავლეთა ინტერესებისა და ესგ გათვალისწინებით.თემატური გეგმის შემადგენელი ნაწილია ყოვედღიური გაკვეთილის გეგმა, სადაც ნათლად მაქვს გაწერილი სასწალო მიზნები ,აქტივობები, გამოყენებული რესურსები,.მისაღწევი შედეგები, შეფასების და ორგანიზების ფორმები. .ვცდილობ დასახული ელემენტები თანმიმდევრული და შესაბამისო იყოს ერთმანეთთან.
მიზნის დასახვისას ვითვალისწინებ რამდენად მორგებულია ის ესგ- სთან და რამდენად მარტივი და ადვილად აღსაქმელია ჩემი მოსწავლეებისთვის.
მნიშვნელოვან ინფორმაციაზე ყურადღების გამახვილების მიზნით დაფაზე ვწერ კითხვებს რაზეც პასუხების მოძიებას ვთხოვ ტექსტიდან.
მასალის შეჯამების მიზნით ვიყენებ მეთოდს 3.2.1.
ვახმარები მოსწავლეს ძველი მასალის ახალთან დაკავშირებაში სხვადასხვა კოგნიტური სქემებითა და დიაგრამებით საშუალებით.
საჭიროებები
ვფიქრობ მეტი მუშობა დამჭირდება მოსწავლეებს დავანახო საგანთშორისი კავშირები.ამ მიმართულებით კოლეგებთან ერთად დავგეგმავ და ჩავატარებ ინტეგრირებულ გაკვეთილებს მონათესავე საგნებთან .
ასევე თითოეული მოსწავლის ინტერესების და შესაძლებლობების გამოვლენის მიზნით დავგეგმავ ღონისძიებებს ,ექსკურსია -გაკვეთილებს,პროექტებს.გამოცდილების გაზიარების მიზნით ვითანამშრომლებ კათედრის წევრებთან.
ნასწავლი მასალის პრაქტიკაში გამოყენების მიზნით ჩავრთავ ან რეკომენდაციას გავუწევ მიიღოს მონაწილეობა სკოლაში თუ მის ფარგლებს გარეთ ჩატარებულ ინტელექტუალურ თამაშებში.
მეტი მუშაობა მჭირდება იმისათვის, რომ ჩემმა მოსწავლეებმა შეძლონ ტერმინებისა და ცნებების სწორად გამოყენება ,ისაუბრონ საგნისთვის დამახასიათებელი აკადემიური ტერმინებით.ამ პრობლემის გადასაჭრელდ შევეცდები გამოვიყენო თამაში ,,ბარათები“.გავუწიო რეკომენდაცია დამატებით წაიკითხონ გეოგრაფიული მხატვრული თუ დოკუმენტური ლიტერატურა .გაკვეთილზე გამოვიყენებ მეტაფორებს ,ანალოგიებს და ისტ.
ს ა ს წ ა ვ ლ ო რ ე ს უ რ ს ე ბ ი
ვცდილობ სასწავლო რესურსების მობილიზება მოვახდინო სასწავლო წლის დასაწყისში და ვფიქრობ რამდენად ეფექტური იქნება შერჩეული რესურსები ჩემი მოსწავლეებისთვის. რამდენად შესაბამება ესგ, გაკვეთილის მიზანს და გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციას .სახელმძღვანელო ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი და ერთ-ერთი უმთავრესი რესურსია,და ხშირ შემთხვევაში მოსწავლისთვის ერთად ერთიც .სწორად გამოყენების შემთხვევაში მისი საშუალებით შესაძლებელია გაკვეთილი საიტერესო და ეფექტური გახდეს.თუმცა ყოველთვის ვცდილობ დამატებითი რესურსების მოძიებაზე ,შექმნაზე და სასწავლო პროცესში გამოყენებაზე.რუკების,სქემების,დიაგრამების,გრაფიკული გამოსახულებების,ფოტოების,მოდელების გარეშე გეოგრაფიის სწავლება შეუძლებელია,ის ხელს უწყობს განსაკუთრებით ვიზუალისტ მოსწავლეებს გაუადვილოს ახალი მასალის ათვისება,გაანალიზება და ინტერპრეტაცია-ტრანსფორმაცია.
თანამედროვე ტექნოლოგიების კვალდაკვალ ჩემს პედაგოგიურ საქმიანობაში,საგნის ეფექტურად და ხარისხიანად შესწავლა,სწავლა სწავლების დონის და მოტივაციის ამაღლების მიზნით,გამოიკვეთა ისტ გამოყენების აუცილებლობა.ტრენინგების გავლის შემდეგ ინტერნეტ სივრცეში განთავსებული ინფორმაცია ადვილად ხელმისაწვდომი გახდა ჩემთვის და ჩემი მოსწავლეებისთვის და ვიყენებ მიზანმიმართულად საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე.კერძოდ საგანმანათლებლო თამაშები,ელექტრონული რუკები,ვიდეო გაკვეთილები და ა.შ.ჩემს მიერ შერჩეული თვალსაჩინოება ემსახურება მოსწავლის მიერ ინფორმაციის აღქმას,გაგებას.ვცდილობ მოსწავლეს განუვითარო კვლევის,ინფორმაციის მოძიების ,რესურსების შექმნის უნარი და ვახალისებ მათ მცდელობას.ვარჩევ მათთვის საჭირო რესურსს.თვითონ ვქმნი პრეზენტაციას,ვიდეო მასალას, სავარჯიშოებს,ტესტებს.მოსწავლეებს ვუთითებ ლიტერატურას,ვებ-გვერდის მისამართს. თვალსაჩინო ადგილზე გამოვფენ მათ მიერ შექმნილ რესურსებს.
საჭიროებები
შევეცდები ჩემი პრაქტიკა ი ს ტ მიმართულებით გავამდიდრო და ვისწავლო უფრო მეტი ამ მიმართულებით,გავიარო ტრენინგები. სხვა კოლეგებთან ერთად დავგეგმო გაკვეთილები ისტ გამოყენებით.
ასევე მოვიძიებ სკოლის გარეთ არსებულ რესურსებს(სასკოლო ქსელში ჩართული მასწავლებლებისგან).
გავეცნობი დამატებით ლიტერატურას საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე(ახალგამოცებულ ტესტებს(აიმც),ვიდეო მასალებს,ატლასებს.სახელმძღვანელოებს-საკუთარი და სხვა სკოლის ბიბლიოთეკებიდან და წიგნის მაღაზიებიდან).
ს წ ა ვ ლ ე ბ ი ს ს ტ რ ა ტ ე გ ი ე ბ ი
ვცდილობ შევქმნა ისეთი სასწავლო გარემო სადაც მოსწავლეს ექნება საშუალება გამოავლინოს საკუთარი ინტელექტუალური პოტენციალი.მოსწავლეებში სწავლის ხარისხისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით ვიყენებ სწავლების განსხვავებულ სტრატეგიებს. სტრატეგიების შერჩევისას ვითვალისწინებ საგნის სპეციფიკას და მოსწავლეთა ასაკსა და ინტერესებს.მივმართავ სხვადასხვა აზროვნების დონის განვითარებისკენ მიმართულ კითხვებს (ბლუმის ტაქსონომია).ასევეე მოსწავლეებს საშუალებას ვაძლევ თვითონ შეიმუშავონ და დაუსვან კითხვები ერთმანეთს.საკუთარი აზრის ნათლად, მკაფიოდ და არგუმენტირებულად გამოთქმისათვის, ვიყენებ დისკუსიის სხვადასხვა ფორმებს.ვახალისებ დაასაბუთონ საკუთარი აზრი და იდეები.საპირისპირო აზრების გამოსახატავად,ასევე პრობლემის გამოვლენის და გადაჭრის გზის ძიების მიზნით ვიყენებ T-სქემა;,პრიორიტეტების დასადგენად,,რეიტინგს“ ,იდეების გენერირებისთვის ,,გონებრივ იერიშს“,,ვარაუდების რუკას“.თემის შეჯამებისას,,თოვლის გუნდას“;სხვასასხვა სახის ტესტებს, სტრატეგია 3.2.1. ,,ტექსტის დამუშავებისას,,კითხვა ნიშანთა სისტემით“;,,ვიცი ვისწავლე მინდა ვიცოდე“.,,ვენის დიგრამას“ შედარებისთვის“;ჯგუფური მუშაობისას ,,მოზაიკას“.ახალი მასალის ახსნისას ილუსტრირებულ მინი ლექციას.აღნიშნული მეთოდები ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას.
საჭიროებები
ვფიქრობ, მეტი მუშაობა მჭირდება მოსწავლეებში შემოქმედებითი და წარმოსახვითი უნარების განსავითარებლად.ამ პრობლემის დასაძლევად სწავლებისას გამოვიყენებ ,,როლურ თამაშებს“.
ნასწავლის სხვა სიტუაციაში გამოყენებისთვის(ტრანსფერის)ჩავატარებ იტელექტუალურ თამაშებს,,რა?სად? როდის?; მითხარი რამე“; კლასის თუ სკოლის ეტალონი“.
მიჭირს სწავლების დიფერენცირებული მიდგომის გათვალისწინება სწავლების პროცესში ,ამ პრობლემის გადასაჭრელად შევადგენ სხვადასხვა ტიპს (სირთულის) დავალებებს,გავიზიარებ კოლეგის რჩევებს.
მეტ ყურადღებას გავამახვილებ მოსწავლეთა თვითშეფასებაზე ,რათა ჩემმა მოსწავლეებმა შეძლონ საკუთარი თავის ობიექტურად შეფასება და სუსტი და ძლიერი ხარეების დანახვა.ამ პრობლემის გადასაჭრელად გამოვიყენებ კითხვარებს,დღიურებს,სქემებს,გავაკეთებინებ SWOT ანალიზს.მივიღებ კოლეგის დახმარებას.
სწავლებისას მეტი სისტემატიურობით გამოვიყენებ დისკუსიის სხვადასხვა ხერხებს:დებატებს,ფორუმს ,ჯიქსოს,მრგვალ მაგიდას და ა.შ ,რათა ჩემს ყველა მოსწავლეს განუვითარო არგუმენტირებული მსჯელობა,პრობლემური კითხვების დასმის
სასწავლო გარემო ქცევის წესები
მუდმივად ვზრუნავ პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნაზე,რომელზედაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს კლასში ქცევის წესების შემუშავება და მის დაცვაზე ზრუნვა..სხვადასხვა კლასში სხვადასხვა წესები და პროცედურები მოქმედებს..მაგ :თუ მეხუთე კლასის მოსწავლისათვის გამოსამუშავებელია ჯგუფში მუშაობის,ოთახში გადადგილების,დავალების მონიტორინგის და ა.შ. წესები,მაღალ კლასებში ეს წესები უკვე გამომუშავებული და ჩვევაში გადაზრდილი აქვთ. .მათ უკვე იციან რუკაზე დგომის,მონიშვნის,პრეზენტაციისას თვალსაჩინოების თემათან თავსებადობის და სხვა წესები, საგნის სპეციფიკიდან და პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე.წესებს, როდესაც ის ჩამოყალიბების პროცესშია მოსწავლეებთან ერთად ვწერთ და ვაკრავთ თვალსაჩინო ადგილზე.არის წესები ,რომელიც სისტემატიურობის შემთხვევაში არ ასაჭიროებს კედელზე გაკვრას.სანამ მოსწავლეებს რომელიმე წესს შევთავაზებ ,განუმარტავ მისი დაცვის აუცილებლობას.მაგ:რატომ არის აუცილებელი შემაჯამებელი სამუშაოს შესრულებისას მერხები იდგეს ცალ ცალკე და რატომ არ უნდა გადაიწერონ ერთმანეთისგან.ან რატომ არის ერთმანეთის და მასწავლებლის მოსმენა აუცილებელი,....
ვცდილობ მოსწავლე ყოველთვის დასაქმებული მყავდეს გაკვეთილზე,რათა მას არ გაუჩნდეს წესრიგის დარღვევის სურვილი.არასოდეს მივმართავ ღირსების შემლახველი სიტყვებით.ხანდახან იუმორით ვუსაყვედურებ ხოლმე.ვცდილობ შევაქო მისი დადებითი ქცევა და მიუღებელი ქცევის გადაჭრის გზა ერთად მოვძებნოთ.
საჭიროება
ვფიქრობ მეტი მუშაობა მჭირდება კლასის მართვისას ინიციატივის საკუთარ თავზე აღების და პასუხისმგებლობის გაზიარების კუთხით.ამ პრობლემის გადასაჭრელად მოსწავლეებთან და მათი ინიციატივით დავგეგმავ პროექტებს,ღონისძიებებს.
იმისათვის რომ თითოეულ მოსწავლეს ჰქონდეს გათავისებული პასუხისმგებლობა წესების დარღვევის შემთხვევაში, მონიტორიგის წარმოებას ვთხოვ მოსწავლეებს ,რათა მივიღო მაქსიმალურად კარგი შედეგი და ქცევა იყოს თვითრეგულირებადი.
გავითვალისწინებ კრიტიკული მეგობრის რჩევას.
შ ე ფ ა ს ე ბ ა.
მოსწავლეთა შეფასებისას ვიყენებ განმავითარებლ და გავმსაზღვრელ შეფასების ფორმას.კათედრის ევრებთან ერთად მაქვს შემუშავებული შეფასების კრიტერიუმები(რუბრიკები)სხვადასხვა აქტივობისთვის.საჭიროების შემთხვევაში ვაცნობ მათ დაინტრესებულ პირებს(მშობელს ,კოლეგას).ჩემი მოსწავლეები იცნობენ და იშვიათად მაგრამ მაინც იღებენ მონაწილეობას მის შედგენაში.
მოსწავლეთა მიღწევებს ვამოწმებ სხვადასხვა მეთოდებით:ტესტებით,პრეზენტაციებით,შეკითხვებით,ზეპირი გამოკითხვით,წერითისამუშაოთი რეფერატით.საგნის სპეციპიკიდან გამომდინარე გეოგრაფიულ საშუალებებზე(რუკებზე,დიაგრამებზე.სქემებზე,ცხრილებზე) მუშაობით.გნსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობ შემაჯამებელ სამუშაოს,როდესაც მოსწავლე ახდენს თავისი ცოდნის ორგანიზებას და სისიტემაში მოყვანას.მოსწავლეებთან ერთად ვახდენ შედეგების ანალიზს,რაც მოსწავლეების აკადემიური მიღწევის დადგენისპროგნოზირების საშუალებას იძლევა.ასევე მეხმარება პროფესიული საჭიროების დადგენასა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებაში.ანალიზი საშუალებას მაძლევს თუ რამდენად აღწევენ ჩემი მოსწავლეები ესგ მისაღწევ შედეგებს.სამუშაოს დროს და თარიღს მოსწავლეებს წინასწარ ვაცნობ.მონიტორინგისას საჭიროების შემთხვევაში ვაწვდი მათ უკუკავშირს-თუ რა შეასრულეს კარგად და რა არა.ვაძლევ რჩევებს რეკომენდაციებს (განმავითარებელი შეფასება).სამართლიანი(ხარისხიანი) უკუკავშირი დადებითად მოქმედებს ჩემს მოსწავლეებზე და ზრდის სწავლის ხარისხს.
საჭიროებები
ვიქრობ მეტი ყურადღების გამახვილება მომიწევს შეფასების რუბრიკების შედგენისას მოსწავლეთა მონაწილეობაზე. ასევე მოსწავლეთა თვითშეფასებასა და თანატოლთა შეფასებაზე,რათა ჩემი მოსწავლეები კრიტიკულად მიუდგნენ საკუთარ თავს, თვალყური ადევნონ საკუთარ პროგრესს,შეაფასონ საკუთარი ცოდნის ობიექტურობა,გააცნობიერონ საკუთარი თავის ძლიერი და სუსტი მხარეები.ამ პრობლემის გადასაჭრელად შევიმუშავებ თვითშეფასების კითხვარებს მოსწავლეებისთის ,სქემებს,ვაწარმოებინებ დღიურებს,ჩანაწერებს.
შევეცდები მოსწავლეები ჩავრთო კვლევით და პრაქტიკულ საქმიანობებში რათა მოსწავლეებს ჰქონდეთ რეალურ ცხოვრებასთან უკუკავშირი.ამ პრობლემის გადასაჭრელად დავგეგმავ პროექტებს და საველე სამუშაოებს.ჩავრთავ ღონისძიებებში.
შევეცდები ჩამოვაყალიბო საგნობრივი წრე.
ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა
N
|
საჭიროება
|
აქტივობა
|
პერიოდი
|
აქტივობის
განხორციელების
ინდიკატორი
|
შენიშვნა
|
1
|
სასწავლო რესურსის
ეფექტური
გამოყენების
სტრატეგიის
კომპეტენციის
ფლობა
|
ერთობლივი გაკვეთილის ჩატარება
ისტ
პედაგოგთან
|
მარტი
|
რეფლექსია
ჩატარებული გაკვეთილის
გეგმები
| |
ელექტრონული
ციფრული
რესურსების შექმნა
|
თებერვალი
|
თვითშეფასების კითხვარის
ცხრილის შევსება
| |||
ვებ საიტების მისამართების
მოძიება, გაცნობა,
გამოყენება
კოლეგებთან
ერთად
|
თებერვალი-
ივნისი
|
კონსულტაციები სხვა პედაგოგებთან
უკუკავშირი
| |||
2
|
სწავლა სწავლების
ეფექტური
სტრატეგიების
(ტრანსფერის
უნარის
განვითარება)
კომპეტენციის
ფლობა
|
ინტელექტუალური თამაშის ორგანიზება
ჩატარება
|
მაისი
|
ვიდეოჩანაწერის გაკეთება და ანალიზი
| |
სამოდელო
გაკვეთილის
ჩატარება
|
აპრილი
|
ჩატარებული გაკვეთილის ანალიზი
|