ინტეგრირებული გაკვეთილი
კლასი-X
საგნები-ინგლისური ენა , გეოგრაფია
სტანდართან შესაბამისობა:
უცხო ენა.ს V.21 ლაპარაკი
- მოსწავლე მიმართავს სხვადასხვა სტრატეგიას სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებალად.
- წინასწარ ამზადებს საჭირო რესურსებს,თავს უყრის მოდელებს,გამოთქმებს,კლიშებს,საკვანძო სიტყვებს.
- აანალიზებს იმ ფაქტორებს,რამაც ხელი შეუწყო წარმატებას, გამოიწვია წარუმატებლობა ზეპირი გამოსვლის დროს და მასწავლებელთან ერთად ისახავს გამოსწორების გეგმას.
უცხ.ს V.24 პრაქტიკული გამოყენება
- მაწავლებელი ამუშავებს უცხოენოვან წყაროებს/ტექსტებს შემდგომი გამოყენებისთვის.
- აკეთებს უცხოენოვანი ტექსტის სქემატურ ჩანაწერს და მასზე დაყრდნობით სწავლების ენაზე ზეპირად გადმოსცემს მოკლე შინაარსს დაინტერესებული პირებისთვის.
უცხ.ს. V. 29 სწავლის სწავლა
- მოსწავლე თანამშრომლობს თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან შედეგების გაუმჯობესების მიზნით.
- მოქმედებს გუნდის წევრებთან შეთანხმებულად
ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს საჭირო საქმეში - მონაწილეობს თანაშეფასებაში შედეგების გაუმჯობესების ხელშესაწყობად.
გეო.X.4 მოსწავლეს შეუძლია შეადაროს ერთმანეთს ქვეყნები სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით და იმსჯელოს მსგავსება -განსხვავების მიზეზებზე.
შედეგი მიღწეულია თუ :
- რუკისა და სხვა გეოგრაფიული თვალსაჩინოებების დახმარებით იკვლევს ქვეყნის ბუნებრივ პირობებს ;მოჰყავს ანალოგები სხვა ქვეყნებიდან;
- აანალიზებს მოსახლეობის სტატისტიკურ მონაცემებს(რუკები,ცხრილები,გრაფიკები,დიაგრამები დასხვა) მსჯელობს მოსახლეობის სიმჭიდროვის,განსახლების თავისებურებების შესახებ,ადარებს სხვა ქვეყნის ანალოგიურ მაჩვენებლებს და შედეგებს გამოხატავს განსხვავებულ ფორმატში;
- იკვლევს შესასწავლი ქვეყნის ტრადიციების წარმოშობის გეოგრაფიულ და ისტორიულ კულტურულ თავისებურებებს;
- აანალიზებს ტექსტურ ინფორმაციას ,სხვადასხვა ტიპის გეოგრაფიულ საშუალებებს და განსაზღვრავს როგორ იცვლებოდა შერჩეული ქვეყნის როლი
მსოფლიოს ფონზე ;გამოთქვამს ვარაუდს ქვეყნის სამომავლო პერსპექტივებზე(სოციალურ ეკონომიკური,სამხედრო პოლიტიკური) .
გაკვეთილის მიზანი:
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლე შეძლებს:
დაახასიათოს ჩრდილოეთ ირლანდიისა და გაერთიანებული სამეფო სხვადასხვა მახასიათებლების(მდებარეობა,ბუნებრივი პირობები, მოსახლეობა .ეკონომიკა კულტურა) მიხედვით;
ნასწავლი მასალის მიზნობრივად გამოყენებას,ინტერაქციაში მონაწილეობას ახალი ლექსიკური მასალის შესწავლა განმტკიცებას;
სხვადასხვა გეოგრაფიული თვალსაჩინოებებიდან ინფორმაციის მოპოვებას და ინტერპრეტაციას;
გაკვეთილის თემა:
ჩრდილოეთ ირლანდიისა და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო
(The UK)
(The UK)
წინარე ცოდნა:
გეოგრაფია:
მოსწავლეებს შეუძლიათ სხვადასხვა თემატური რუკიდან ინფორმაციის ამოკრება, დამუშავება და ანალიზი
ინგლისური ენა:
მოსწავლეს შეუძლია ქვეყნის დახასიათება, მისი ადგილმდებარეობისა და კულტურული თავისებურებების მიხედვით.
მოსწავლეს შეუძლია ქვეყნის დახასიათება, მისი ადგილმდებარეობისა და კულტურული თავისებურებების მიხედვით.
მოსწავლეებს შეუძლიათ პრეზენტაციების აწყობა Power Poivt-ში.
საგნები/თემები, რომელთა ინტეგრირებაც ხდება; ინტეგრირებული უნარ-ჩვევები;
კომუნიკაციის, თანამშრომლობის, კონცენტრაციის , ცოდნის კონსტრუირების, საინფორმაციო ტექნილოგიური საშუალებების გამოყენების და შექმნის, პრეზენტაციის უნარის განვითარება.
სწავლების სტრატეგიები, რომლებიც გამოყენებული იქნება გაკვეთილის მიზნის მისაღწევად :
აზრობრივი რუკა, ილუსტრირებული ლექცია, ჯგუფური მუშაობა, თოვლის გუნდა, პრეზენტაცია.
გაკვეთილის სცენარი:
გაკვეთილის სცენარი:
ორი გაკვეთილი 90 წუთი.
I გაკვეთილი:
გაკეეთილს იწყებს ინგლისური ენის მასწავლებელი აქტივობით:
აზრობრივი რუკა. 5წთ.მოსწავლეებს უსვამს კითხვას:
რასთან ასოცირდება თქვენთვის ჩრდილოეთ ირლანდიისა და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო?
პასუხები იწერება დაფაზე.
სავარაუდოდ ეს ასე უნდა გამოიყურებოდეს:
Margaret Tetcher
The Beatles Manchersten United
Jaguar Temsa

Queen Big Ben
London Eye
London Eye
აზრობრივი რუკის მიზანია კონკრეტულ საკითხებზე მოსწავლეთა ცოდნის დადგენა-შემოწმება. იგი ხელს უწყობს არსებული ინფორმაციის შეწყობა-მობილიზებას, ახალი იდეების დაბადებასა და გამოხატვას.
გაკვეთილში ერთვება გეოგრაფიის მასწავლებელი.
ილუსტრირებული მინი-ლექცია (5წუთი), რომელიც PowerPoint-ში აწყობილი პრეზენტაციით წარმოდგენას შეუქმნის მოსწავლეებს ქვეყნის ზოგად მახასიათებლებზე, გაუკეთებს მოკლე მონახაზს ქვეყნის მდებარეობაზე, ბუნებრივ რესურსებზე, ეკონომიკაზე, განვითარების პერსპექტივებზე, გააკეთებს ანალოგს სხვა ქვეყნებთან.(აქვე სთხოვს მოსწავლეებს პრეზენტაციის დროს ყურადღება გაამახვილონ ამავე საკითხზე)
ჯგუფური მუშაობა 10წთ.
წიანასწარ მომზადებული ბრიტანეთის დროშის ფერებით მოხდება კლასის დაყოფა 3 ჯგუფად. ჯგუფები იმუშავებენ შემდეგი მიმართულებით:
I ჯგუფი- გეოგრაფიული მდებარეობა, საზღვრები
II ჯგუფი- ბუნებრივი პირობები(ჰავა, ჰიდროგრაფიული ქსელი)
IIIჯგუფი - მოსახლეობა, მმართველობა, ეკონომიკა.
ჯგუფებს ევალებათ შეადარონ აღნიშნული ქვეყანა მათთვის უკვე ნაცნობ ქვეყანას. მათი მიმართულებებიდან გამომდინარე.(მაგ;ბრიტანეთის მდებარეობა გერმანიის მდებარეობას და ა.შ)
თითოუელ ჯგუფს სამუშაოდ ეძლევათ 10 წუთი, ხოლო პრეზენტაციისთვის 5 -5წუთი.(სულ 15წთ).
მუშაობის პროცესში მათ დახმარებას უწევს ორივე საგნის მასწავლებელი და დროდადრო საჭიროებიდან გამომდინარე აძლევს მათ მითითებებს.
მუშაობის პროცესში მათ დახმარებას უწევს ორივე საგნის მასწავლებელი და დროდადრო საჭიროებიდან გამომდინარე აძლევს მათ მითითებებს.
პრეზენტაცია(15წთ) გაკეთდება ქართულ-ინგლისურ ენაზე.
განმავითარებელი შეფასება 5 წუთი.
შეფასებისას გეოგრაფიის მასწავლებელი ყურადრებას გაამახვილებს შინარსობრივ მხარეზე ,ინგლისური ენის მასწავლებელი ლექსიკურ მარაგზე.
დავალების მიცემა 5 წუთი.
II გაკვეთილი :
შესავალი 5წთ.
გაკვეთილი იწყება კითხვა- პასუხის რეჟიმში.
დასმული კითხვები:
ა) რამდენად სახალისო იყო დავალებაზე მუშაობა?
ბ) რა პრობლემებს წააწყდით მუშაობის დროს? რამდენად სწრაფად მოგვარებადი იყო ეს პრობლემა?
გ)რა ტიპის ინფორმაცია გახდა თქვენთვის ადვილად მოსაპოვებელი?
დ) გამოიყენეთ თუ არა უცხოენოვანი ვებ გვერდები?
ე) მუშაობის პროცესში ხომ არ გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები საკითხთან დაკავშირებით?
საშინაო დავალების შემოწმება : 20 წუთი
დავალება იყო ჯგუფური.
მოსწავლეთა ინტერესების და მიდრეკილებების გათვალისწინებით კლასი გადანაწილდა ოთხ ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს მოსაპოვებელი ჰქონდა ინფორმაცია შემდეგი მიმართულებით:
დასმული კითხვები:
ა) რამდენად სახალისო იყო დავალებაზე მუშაობა?
ბ) რა პრობლემებს წააწყდით მუშაობის დროს? რამდენად სწრაფად მოგვარებადი იყო ეს პრობლემა?
გ)რა ტიპის ინფორმაცია გახდა თქვენთვის ადვილად მოსაპოვებელი?
დ) გამოიყენეთ თუ არა უცხოენოვანი ვებ გვერდები?
ე) მუშაობის პროცესში ხომ არ გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები საკითხთან დაკავშირებით?
საშინაო დავალების შემოწმება : 20 წუთი
დავალება იყო ჯგუფური.
მოსწავლეთა ინტერესების და მიდრეკილებების გათვალისწინებით კლასი გადანაწილდა ოთხ ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს მოსაპოვებელი ჰქონდა ინფორმაცია შემდეგი მიმართულებით:
I ჯგუფი :-- მუსიკა (The Beatles)
II ჯგუფი: --პოლიტიკა (სამეფო გვარი პოლიტიკაში. უინძორების დინასტია)
III ჯგუფი: --სპორტი (რაგბი ან ფეხბურთი.)
IV ჯგუფი: --კულტურა (ღირსშესანიშნავი ადგილები)
მოსწავლეებმა წარმოადგინეს Power Point-ში აწყობილი პრეზენტაციები ქართულ ენაზე, ინგლისური ტიტრებით.
თოთოეულ ჯგუფს პრეზენტაციისთვის მიეცა 5 წუთი.
თამაში : თოვლის გუნდა
მოსწავლეთა ცოდნის მობილიზების მიზნით ვატარებთ თამაშს თოვლის გუნდა (10 წუთი). თამაშში მონაწილეობს მთელი კლასი. მასწავლებელი ასახელებს თემის სათაურს, ხოლო მოსწავლეები რიგრიგობით ამატებენ წინადადებებს. თამაშიდან ვარდება ის მონაწილე, ვინც აკეთებს ხანგრძლივ პაუზას. იმარჯვებს ის, ვინც რჩება ბოლოს. ამავდროულად ინგლისური ენის მასწავლებელი ახდენს წინადადებების ჩაწერას, რაც მას დაეხმარება გაკვეთილის ბოლოს განმავითარებელი შეფასებისთვის.
შეფასება 5 წუთი განმსაზღვრელი ,განმავითარებელი.
რეფლექსია 5 წუთი. მოსწავლეებს ურიგდებათ კითხვარები თვითშეფასებისთვის.
თან ერთვის შეფასების რუბრიკა და თვითშეფასების კითხვარი
რეფლექსია
გეოგრაფიის და ინგლისური ენის პედაგოგებმა მოსწავლეთა ინტერესებისა და ე ს გ გათვალისწინებით ჩავატარეთ ინტეგრირებული გაკვეთილი X კლასში თემაზე :
ჩრდილოეთ ირლანდიისა და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო
რადგანაც მოცემული თემა გვაძლევდა საშუალებას ორგანიზება მოგვეხდინა ცალ-ცალკე საგნებში ნასწავლი მასალისა და ამ ორ საგანს შორის კავშირის დადგენისა.
ამონარიდი პროფესიული სტანდარტიდან:
ამონარიდი პროფესიული სტანდარტიდან:
მუხლი 8 დ.
მასწავლებელმა იცის როგორ დაამყაროს საგანთაშორის კავშირი შესაბამისი პროფესიული სტანდარტის მოთხოვნებით გათვალისწინებული ინფორმაციის საფუძველზე სასწავლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით
მუხლი 11ა
მასწავლებელი თანამშრომლობს კოლეგებთან მოსწავლეთა სწავლის გასაუმჯობესებლად.
ამრიგად ,ჩატარებულმა გაკვეთილმა მოსწავლეებში განავითარა ისეთი გამჭოლი კომპეტენციები, როგორიცაა :
ა) წიგნიერება
ბ)მედიაწიგნიერება
გ)მრავალენობრივობა (პლურილინგვური)
დ)სემიოტიკა
მასწავლებელმა იცის როგორ დაამყაროს საგანთაშორის კავშირი შესაბამისი პროფესიული სტანდარტის მოთხოვნებით გათვალისწინებული ინფორმაციის საფუძველზე სასწავლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით
მუხლი 11ა
მასწავლებელი თანამშრომლობს კოლეგებთან მოსწავლეთა სწავლის გასაუმჯობესებლად.
ამრიგად ,ჩატარებულმა გაკვეთილმა მოსწავლეებში განავითარა ისეთი გამჭოლი კომპეტენციები, როგორიცაა :
ა) წიგნიერება
ბ)მედიაწიგნიერება
გ)მრავალენობრივობა (პლურილინგვური)
დ)სემიოტიკა
ასევე განუვითარა კომუნიკაციის ,თანამშრომლობის, აზრთა გაზიარების, ინფორმაციის მოძიების და აუდიტორიის წინაშე წარდგენის ,ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების, საგანთა შორის კავშირების დამყარების უნარ-ჩვევები.
გაკვეთილს თან ერთვის მოსწავლეების შექმნილი პრეზენტაციები Power Point-ში .
შეფასების რუბრიკა
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
პასუხობს თემას
|
1
|
ფლობს აუდიტორიას (იყენებს მიმიკას, ჟესტიკულაციას, ინტონაციას)
|
2
|
საუბრობს გამართული ენით და იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას
|
2
|
იყენებს განსხვავებულ წყაროებს
|
2
|
ადარებს მოვლენებს, ფაქტებს, საგნებს
|
1
|
იყენებს თვალსაჩინოებას
|
1
|
იცავს დროის ლიმიტს
|
1
|
ინფორმაციის მოძიების შეფასების რუბრიკა
მოძიებული მასალა შეესაბამება საკითხს/თემას
|
3
|
გამოყენებულია მრავალფეროვანი საიფორმაციო წყარო/საშუალება
|
3
|
მოპოვებული ინფორმაცია ორგანიზებულია
|
4
|
თვითშეფასების ფურცელი ჯგუფის წევრისთვის
კრიტერიუმი
|
კი
|
არა
|
ვიყავი მზად მემუშავა ჩემს ჯგუფთან
| ||
დავამთავრე სამუშაო დროზე და კარგად
| ||
დავეხმარე ჩემს ჯგუფს
| ||
ვამხნევებ სხვებს
| ||
ვიყავი ზრდილობიანი
| ||
ვითვალისწინებ სხვის აზრს
|
No comments:
Post a Comment